01:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 17:37:58, 951 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა.

ვიზიტის მიზანი  სააგენტოს საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების გაცნობა იყო.

დელეგაციას უკრაინის სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი შეხვდნენ. მათ  სტუმრებს დეტალურად გააცნეს საჯარო რეესტრის  ელექტრონული სერვისები, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება.

საუბარი შეეხო ასევე ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ იმ რეფორმებს, რომლითაც საქართველო  ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგში (Doing Business Ranking).

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics