|
2018-11-07 12:32:08, 982 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება
„მოქალაქეთა ზარებზე დროულად და სრულფასოვნად რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ცხელი ხაზის 42 ოპერატორის მეშვეობით გაწეული 24-საათიანი მომსახურების მიუხედავად, დღის განმავლობაში, 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება. მისივე განცხადებით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს დაემატება და გადამზადდება იმდენი თანამშრომელი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების არცერთი ზარი უპასუხოდ არ დარჩეს. კახა კალაძემ მოქალაქეთა მომსახურების საკითხის მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. „მერიის ცხელი ხაზი საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებაა, რომლის ფარგლებშიც, დღის განმავლობაში, 42 ოპერატორის საშუალებით, დაახლოებით, 2500 ზარი ხორციელდება. მომსახურება 24-საათიანია. ცხელი ხაზი კვირის ყველა დღეს მუშაობს, თუმცა პირადად მე, მისი მუშაობის შესახებ ბევრი ადამიანისგან უკმაყოფილება მსმენია. ამიტომ, ვავალებ ირაკლი ხმალაძეს, რეფორმა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. თუ დასამატებელია, დაამატეთ თანამშრომლები და დაატრენინგეთ, კვალიფიკაცია აუმაღლეთ, რომ არცერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. დღეის მდგომარეობით, რეაგირების გარეშე 400-მდე ზარი რჩება. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე მოქალაქეთა სერვისცენტრების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსაც შეეხო. „გარდა ამისა, საჭიროა მოქალაქეთა სერვისცენტრების გაუმჯობესება, მოწესრიგება და რეაბილიტაცია. ამჟამად, დაწყებულია მუშაობა პროექტირებაზე და მომავალი წლიდან დავიწყებთ სერვისცენტრების სრულ რეაბილიტაციას იმისთვის, რომ არ იყოს რიგები სერვისცენტრებში და არც ცხელ ხაზზე. ეს ის მინიმალური კომფორტია, რომელიც მოქალქეებს უნდა შევუქმნათ. ამის მოლოდინი და იმედი აქვს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)