|
2018-11-06 11:04:33, 961 ნახვა
საზოგადოება
სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
სს ,,საქართველოს რკინიგზა“ სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვების შესახებ მედიაში გავრცელებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ამომწურავი და დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი გაავრცელეს, დაინტერესებული პირების მხრიდან კვლავ მიზან მიმართულად გრძელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება. „2018 წლის 20 ოქტომბრიდან მედია საშუალებებში, არაერთხელ გავრცელდა კერძო და დაინტერესებული პირების განცხადებები სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სომხეთის მიმართულებით კონკრეტული ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვებისა და შეფერხებების თაობაზე. რაზედაც საქართველოს რკინიგზამ ამომწურავი და დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი გაავრცელა. თუმცა მიუხედავად გავრცელებული განცხადებისა დაინტერესებული პირების მხრიდან კვლავ მიზან მიმართულად გრძელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვსურს დადასტურებულად ვამხილოთ, კონკრეტული დაინტერესებული პირები სიცრუეში, შესაბამისად:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის” მიმართ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ თანდართული დოკუმენტაციით, კიდევ ერთხელ ამხილა ტყუილში ზემოაღნიშნული კომპანიები და ვაცხადებთ რომ ამიერიდან დაინტერესებულ მხარეებს, მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში გასცემს არგუმენტირებულ პასუხებს“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)