06:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 20:03:23, 1189 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატი, კომპანია „ეკოსითის“ დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებას შეისწავლის

ომბუდსმენის აპარატი კომპანია "ეკოსითის“ დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებას შეისწავლის.

როგორც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა ქეთი შუბაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კონკრეტული ქმედება რომ დისკრიმინაციულად შეაფასონ, ამისთვის კომპანია "ეკოსითის" წარმომადგენლებთან გასაუბრებაა საჭირო.

"ერთი შეხედვით, ეს მოცემულობა დისკრიმინაციის ვარაუდს წარმოშობს. თუმცა, ჩვენ ჯერ არ გვქონია კომუნიკაცია მოპასუხე მხარესთან და ამიტომ, არის თუ არა დისკრიმინაცია, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება თქმა. იმისათვის, რომ დავადასტუროთ ასეთი განსხვავებული მოპყრობა არის თუ არა დისკრიმინაცია, მოპასუხესაც უნდა მოვუსმინოთ და გავიგოთ მისი არგუმენტაცია. თუმცა, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულობაზე, ან ეთნიკურ წარმომავლობაზე დაფუძნებული განსხვავება ძალიან რთულად შეიძლება რომ გამართლდეს რაიმე ლეგიტიმური მიზნით’’, - განაცხადა ქეთი შუბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანის "ეკოსითიმ", Facebook- ის საკუთარ გვერდზე დისკრიმინაციული პოსტი გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, ყოველ ქართულ ოჯახს, რომელიც 12 თვის განმავლობაში მინიმუმ მესამე ბავშვს გააჩენს და "ეკოსითი კრწანისში", ან ეკოსითი სამგორში ბინას შეიძენს, საჩუქრად ბავშვის ოთახს გადასცემენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics