|
2018-11-02 13:59:14, 1074 ნახვა
საზოგადოება
საქართველო Expovina-ზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
მიმდინარე წლის 1-15 ნოემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina იმართება, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობს. Expovina განსაკუთრებული ლოკაციით და ფორმატით გამოირჩევა - გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე. აღნიშნულ გამოფენაზე ტრადიციულად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას 65 ათასამდე ღვინის იმპორტიორი ესწრება. გამოფენას გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრება ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მატულობს და მსოფლიოს სულ უფრო მეტი უნდა რომ გაიგოს ქართული ღვინის შესახებ. „წელს სამოცდამეხუთედ იმართება ციურიხში, შვეიცარიაში საერთაშორისო გამოფენა Expovina-2018 და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ გამოფენის ისტორიის მანძილზე, საქართველო მონაწილეობს როგორც საპატიო სტუმარი, ცალკე პავილიონი არის მიძღვნილი ქართული ღვინოებისადმი. ჩვენი მწარმოებლები წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა კატეგორიის პრემიუმ ღვინით, მათ შორის, ქვევრის ღვინით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის"- ლევან მეხუზლამ. გამოფენის გახსნას წინ უძღვოდა საზეიმო მიღება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრა. საქართველოს წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე მოხდა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტი"-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობენ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე ღვინის კომპანია და მცირე მარანი. საქართველოდან შვეიცარიაში მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტირებულია 20 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 300%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





