|
2018-11-02 13:50:53, 753 ნახვა
საზოგადოება
„ვენდის“ საქართველომ ტოკიოში გამართულ კონვენციაზე „Diamond Award 2018“მარკეტინში ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო
იაპონიაში გამართულ ვენდის საერთაშორისო კონვენციაზე საქართველოს „ვენდიმ“ „Diamond Award 2018“ ჯილდო მიიღო. „Diamond Award“ არის ვენდის სისტემაში არსებული უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, იღებს ის ქვეყანა, რომელიც წლის მანძილზე გამორჩეული იყო ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით. ელენე კოხრეიძე, „ვენდის” მარკეტინგის დირექტორი: „2018 წელი საკმაოდ პროდუქტიულია “ვენდისთვის”. მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. მათ შორის, ერთ-ერთი აღსანიშნავი იყო მექსიკური პროდუქტების “Arrriba Trio”-ს ჩაშვება ქართულ ბაზარზე. ამ პროდუქტებმა დიდი წარმატება მოგვიტანეს, რაც, პირველ რიგში, გაყიდვების ზრდაში აისახა.” “პროდუქტების ლოკალიზაციამ და ეფექტურმა მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგად ჩვენს რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მოიტანეს, რაც, ბუნებრივია, ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს. საქართველოში დამზადებული, ყოველდღიურად ახალი საქონლისა თუ ფრინველის ხორცი, პური და სხვა ინგრედიენტები ჩვენს ბურგერებს, ვრეპებს და სხვა პროდუქტებს განსაკუთერბულ ელფერს სძენენ და მომხმარებელში ჩვენი ბრენდისადმი მაღალი სანდოობის ხარისხის განაპირობებენ. ამ ყველაფერთად ერთად სწორად გათვლილი მარკეტინგული აქტივობები საბოლოოდ საინტერესო შედეგებს იძლევა და “Diamond Award 2018” ჯილდოს მოპოვებაც სწორედ ამის აღიარებაა. ვენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პროდუქტების ძალიან მაღალი ხარისხია და ბრენდის მთავარ დანაპირებს - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ჩვენ არასოდეს არ ვუღალატებთ“, განაცხადა ელენე კოხრეიძემ. "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
(R)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





