|
2018-11-02 13:06:17, 3129 ნახვა
საზოგადოება
„ეს გადაწყვეტილება არჩევნებსაც უკავშირდება“ - კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ [ვიდეო]
კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან უახლოეს დღეებში გაიწვევენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შეხვედრი დასრულების შემდეგ განაცხადა. "მთელ რიგ საკითხებზე გვქონდა საუბარი. მთავარი საკითხი იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, მათ შორის უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ესწრებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის გაწვევა მომხდარიყო. გუნდის შიგნით მოგეხსენებათ, გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. მას მივიღებდით მხოლოდ ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მათ შორის ეკლესიასთან შეთანხმებით იქნებოდა მიღებული. ეს პირობა შევასრულეთ. საუბარი იყო ვადებზე, თუმცა გუშინ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ახლა მივიღეთ და ის მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება. ამ არჩევნებმაც გვაჩვენა ის განწყობა, რომელიც ჩამოყალიბებულია საზოგადოებაში და ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)