|
2018-10-30 17:42:02, 1101 ნახვა
საზოგადოება
„მრავალეროვანი საქართველო“ ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ორგანიზაცია კატეგორიულად გმობს ძალადობის ინციდენტს და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნებისმიერი ფორმით გამოვლენისაგან. „მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ახალქალაქში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რომელშიც ერთი მხრივ მონაწილეობას იღებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წარმომადგენლები, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი და მისი მხარდამჭერები. როგორც ირკვევა, ენზელ მკოიანი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით და ჯოხებით მივიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის შენობასთან. მხარეებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც შემდგომ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. დაპირისპირებაში მონაწილებას მონაწილეობას იღებდა 50 მდე პირი. არსებული ინფორმაციით გაერთიანებული ოპოზიციის სააჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს, რის შემდგომაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. „მრავალეროვანი საქართველო“ კატეგორიულად გმობს ძალადობის ინციდენტს და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნებისმიერი ფორმით გამოვლენისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში რეალიზებას. „მრავალეროვანი საქართველო“ ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა უზრუნველყოს მოკვლევის პროცესის გამჭირვალედ ჩატარება და აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)