04:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 17:11:31, 780 ნახვა

საზოგადოება
„ODIHR“ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) გამოაქვეყნა მოხსენება „წინასწარი შეფასებებისა და დასკვნების შესახებ“, სადაც დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.

„ODIHR“ აღნიშნავს: „სახელმწიფო უწყებებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად; საარჩევნო კომისიებმა კი, ამომრჩევლებს შესაძლებლობა მისცეს, გადაემოწმებინათ საკუთარი პირადი მონაცემები. საარჩევნო პროცესებში ჩართული  მხარეების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ეჭვი არ შეაქვთ ამომრჩეველთა სიის სიზუსტეში“.

მოხსენებაში დადებითადაა შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საარჩევნო სიის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები.

„აღსანიშნავია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევა, რომ  ამომრჩეველთა სიიდან ამოეღოთ გარდაცვლილი პირების მონაცემები და რეგისტრაციიდან მოხსნილ ან მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, დოკუმენტები და ფოტოები უფასოდ მიეღოთ“, − აღნიშნულია მოხსენებაში.

ამასთან, სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამომრჩევლებს მრავალი შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების და ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი შესწორება მოეთხოვათ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics