03:08 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 17:20:25, 2470 ნახვა

საზოგადოება
გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 2004 წელს, 11 წლის ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებს - რას ყვება ბიჭის დედა

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, გორის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს 11 წლის ბიჭის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "'რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, 11 წლის იჭი დღემდე გაუჩინარებულია. მისივე თქმით, ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა, გამოძალვის ნაწილში დამნაშავედ მიიჩნია.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედის ხათუნა ბერძნიშვილის თქმით, დაკავებული მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.

,,ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე", - აცხადებს დედა. 

გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია:

„ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინსტანციაში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო“, - ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics