|
2018-10-26 15:21:57, 2056 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა - იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შვილმოკლული მამის ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ზაზა სარალიძეს მაღალი შაქარი აქვს. „მე, როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. ამას აქვს ემოციური ფონიც და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა. შესაბამისად, სასწრაფოს გამოძახება მოვითხოვეთ. სასწრაფო მოსულია, იმყოფება უკვე შენობაში, შემოწმება მიმდინარეობს და გადაგვყავს კლინიკაში, რადგან აქვს ძალიან მაღალი შაქარი. თავად ზაზა სარალიძის განმარტებით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურას, თუმცა ამის მიუხედავად, მე არ დამასწრეს, არ დაუძახიათ და არ ვიმყოფებოდი შემოყვანის პროცედურების დროს. მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ეს რამდენად საფუძვლიანია, ამას ჩვენ გავარკვევთ და შესაბამისი არგუმენტები გვექნება", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)