02:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 15:59:27, 1333 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება

7-9 ნოემბერს თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება.

DataFest Tbilisi-ზე ჩამოდიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.

DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ.

ღონისძიება უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: (1) მონაწილეები პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ, (2) მეორე დღეს ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს და (3) მესამე დღეს datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.

წლევანდელი ფესტივალი 6 თემას მოიცავს:

  • მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება
  • მონაცემთა ჟურნალისტიკა
  • ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები
  • მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში
  • ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
  • მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში

დამატებითი ინფორმაცია DataFest Tbilisi-ისა და წლევანდელი სპიკერების შესახებ:

DataFest Tbilisi 2018-ის ორგანიზატორები არიან ForSet • ფორსეტი და Data Science Tbilisi, პარტნიორებთან ერთად: Prague Civil Society Centre, Eastern Partnership Civil Society Facility, Zalando, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Fintech.ge, Exactpro Systems, Check in Georgia, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, RStudio, DW Akademie, FLEX Program, რადიო შოკოლადი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics