|
2015-06-11 10:04:48, 414 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის პასუხი სკეპტიკოსების მიმართ, თუ როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა
" ეს არის მართლა ძალიან დიდი აღიარება იმ სწორი პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვახორციელებთ",- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებელი მაჩვენებელი არის პასუხი კრიტიკოსებისა და სკეპტიკოსების კითხვაზე, როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა. საქართველო, კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო, კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი. "კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს, ეს არის პასუხი კრიტიკოსებისა და სკეპტიკოსების მიმართ, თუ როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა. გეტყვით, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი. ასევე გეტყვით, რომ საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მინდა გითხრათ, რომ კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არ არსებობის კუთხით აქვს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო რეიტინგში 42 პოზიციას ვიკავებთ. ასევე გამოვირჩევით, ღია მმართველობის მაღალი მაჩვენებლით, მსოფლიოში 29-ე ადგილზე ვართ, წესრიგის და უსაფრთოხების მაჩვენებლის მიხედვით, 42-ე ადგილს ვიკავებთ, ეს არის მართლა ძალიან დიდი აღიარება იმ სწორი პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვახორციელებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)