|
2018-10-24 00:48:20, 1883 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაბობმა საკუთარი მოსახლეობა - ვიდეო
მიხეილ სააკაშვილმა დაბობმა საკუთარი მოსახლეობა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს უფლება სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდოს. "2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მოქმედებდა, ეს იყო სწორედ სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდან აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და ისინი არ გადმოსულიყვნენ. 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. საქართველოს ტერიტორიების 20% , დღეს არის ოკუპირებული. ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია.თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი და ღალატობრივი ქმედება, რუსეთი ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს. სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ნახეთ, თავხედობა ჰყოფნის ამ ხალხს და ეს თემა ყველაზე მაღლა აქვთ აწეული და ცდილობენ დაადანაშაულონ ქალბატონი სალომე, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ, ზურაბ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი. როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ ის არის მოღალატე. თვითონ ღალატი ჩაიდინეს, ამდენი ხალხი დაიხოცა, მიატოვეს, აქ ჩამოვიდნენ, რუსთაველზე ცეკვავდნენ, დროშებს აფრიალებდნენ და ეს ხალხი დღეს ბედავს და ამას ლაპარაკობს. ეს ჩვენი ბრალია ყველასი ერთად. თავს მოვიხვიეთ "ნაციონალური მოძრაობა". საბედნიეროდ 2012 წელს შევძელით და მშვიდობიანი გზით დავატოვებინეთ ხელისუფლება", - განაცხადა ბიძინა ივანშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)