|
2018-10-22 13:02:00, 1962 ნახვა
საზოგადოება
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქონებას ყადაღა მოეხსნა
სახელმწიფოსა და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის საგადასახადო დავა შეწყდა, IBSU-ს ქონებას ყადაღა მოეხსნა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი. შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია. როგორც შემოსავლების სამსახურის იურისტმა, ნინო სუხაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. „შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესი აღარ არსებობს. შესაბამისად, მივიღეთ სარჩელის გამოთხოვის გადაწყვეტილება. ეს არ გულისხმობს საბოლოოდ „საპროცესო კოდექსის“ თანახმად სარჩელზე უარის თქმას. დღეის მოცემულობით გადამხდელის ბარათზე არსებული ზედმეტობის გათვალისწინებით მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნინო სუხაშვილმა. ამასთან იურისტმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ეტაპზე სარჩელის გამოთხოვის გადაწყვეტილების მიუხედავად, მსგავსი დავის განმეორების შემთხვევაში, მათ რჩებათ იურიდიული უფლება, კვლავ მოხდეს დავის წარმოება. შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების მიღება 1 წლით შეუზღუდა. რის მიზეზადაც სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. 26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება, 735 ათას ლარი გადაიხადა. 15 ოქტომბერს კი განათლების ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა სააპელაციო საბჭომ, IBSU საკითხი ავტორიზაციის საბჭოს განსახილველად ხელახლა დაუბრუნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)