|
2018-10-22 12:05:10, 1811 ნახვა
საზოგადოება
2020 წლიდან დედაქალაქში 200-მდე ელექტროავტობუსი შემოვა
„2020 წლიდან თბილისის მერია დედაქალაქში სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიან 200-მდე ელექტროავტობუსს შემოიყვანს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია: 2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი. ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან, ის 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით, 900 ერთეულამდე გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, 2019 წლის შემდეგ, თბილისში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება, რაც დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)