|
2018-10-22 11:15:54, 791 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა
ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018" სომელიეთა კონკურსით დასრულდა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე" პირველად გაიმართა და მასში თამაზ თამაზაშვილმა გაიმარჯვა. კონკურსში მონაწილეობდა 10 სომელიე, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს, ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები შედიოდნენ. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი იყო. ფინალისტთა შესარჩევი ტური კონკურსის წინა დღეს გაიმართა. 10 მონაწილედან ფინალში სამი სომელიე გადავიდა. გამარჯვებული სომელიე 2019 წლის მარტში გაემგზავრება ბელგიაში და იასპარეზებს კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე". ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კონკურსის ჟიურის წევრი ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ სომელიეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციის კუთხით. „ამ ღონისძიებით დასრულდა ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018". სომელიეს პროფესია საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. სომელიე წარუდგენს და სთავაზობს მომხმარებელს ღვინოს, სწორედ ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. ეს ხალხი არა მხოლოდ წარადგენს და ყიდის, არამედ გადასცემს ღვინის კულტურას, ის უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ წარდგენილ ღვინოზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დაინერგოს ღვინის სწორი მოხმარების კულტურა, რაშიც სომელიეებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. „ღვინობისთვე-2018"-ის ფარგლებში, 5-დან 21 ოქტომბრამდე, ღვინის ფესტივალები თბილისში, თელავში, მარნეულსა და გურჯაანში გაიმართა. „ქართული ღვინის დღე" 2014 წლიდან აღინიშნება.
(NS)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





