|
2018-10-21 12:55:17, 913 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიიღეს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 300 გრძივი მეტრის ფართობზე, დაკარგული ნიშნულების აღდგენაც მოხდა, რის შემდეგაც, ტერიტორიაზე 33 ძირი აკაცია დაირგო. „ჩვენთვის ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რაიონში ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით, სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც ჩატარდა. ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში 100-ზე მერი ხე-მცენარე დაირგო.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)