|
2018-10-20 18:25:29, 1173 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი გამაერთიანებელი
„ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი“,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. „ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად- პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად",-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)