|
2018-10-20 15:46:17, 960 ნახვა
საზოგადოება
„ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ“ - დედაენის ბაღთან „კანაფის ფესტივალს“ აპროტესტებენ
დედაენის ბაღთან სადაც „გირჩი“ კანაფის ფესტივალის გამართვას გეგმავს, კონტრაქცია მიმდინარეობს. აქციას გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები მართავენ. აქციის მონაწილეებს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერით: „ნარკომანია სიკვდილია“, „არა ნარკოტიკებს“, „ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ“. ისინი დედაენის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ გირჩის წევრებს სურთ, „ახალგაზრდებს გონება აურიონ“. „ნარკომანია არის გზა ჯოჯოხეთისკენ. ეს ადამიანები ცდილობენ ამ სენის ლეგალიზაციას. უნდა გავაპროტესტოთ დაგეგმილი ფესტივალი, სანამ ჯერ კიდევ კანონი ჩვენ მხარეს არის, ხმა უნდა ავიმაღლოთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. აღსანიშნავია, რომ ბაღის მიმიდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების ცოცხალი კორდონი დგას. ისინი კონტრაქციის მონაწილეებს ბაღში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ამასთან, ფესტივალის მონაწილეებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ბაღში შესვლა სპეციალურად მოწყობილი კორიდორებით არის შესაძლებელი. „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 16:20 საათზეა დაგეგმილი.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)