|
2018-10-19 20:52:31, 1146 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთში პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთში პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ დაიწყო აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა. როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენთან შეთანხმებით, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი,სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ აფხაზეთის იქ არსებულ დღევანდელ ხელისუფლებას, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად სოხუმში დაუშვან საერთაშორისო სპეციალისტები. ჩვენი პასუხისმგებლობაა მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ის გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან ცხოვრებას ეკოლოგიურად ჯანსაღ, ბუნებრივ გარემოში. - კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან“, - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)