|
2018-10-18 18:35:55, 991 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონის რამდენიმე მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა
ვაკის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება. მერიის ცნობით, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულებულია, რომელთა შორის ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერია. დასასვენებელ სივრცეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა, მოეწყო ფანჩატური და საბავშვო მოედანი, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებებიც. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 18 662 ლარი გამოიყო. ორი სკვერის კეთილმოწყობა ასევე, დასრულდა ყიფშიძის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაგების III კორპუსის, ჭავჭავაძის N75-ის და N49-ის, ასევე ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-5 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ კი, სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის დაკვეთით, შპს „ტაო“ აწარმოებს. ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში, 15 სკვერისა და შიდა ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტების ჯამური ღირებულება 485 000 ლარია.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)