|
2018-10-18 12:53:15, 741 ნახვა
საზოგადოება
კოალიცია „იბერიის“ საქმეზე: ეს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ იბერიის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს პირველ რიგში აზიანებს საზოგადოებას, მისი ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას. "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და ,,იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა,რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას. სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან. მოვუწოდებთ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაცული იქნას ჟურნალისტთა უფლებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას", - ნათქვამია განცხადებაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)