|
2018-10-17 13:25:39, 1017 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Paris 2018 ქართული პროდუქცია წარდგება
21-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გაეროს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით, 18 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Paris 2018” წარდგება. SIAL Paris 2018 ევროპის მასშტაბით უმსხვილესი საკვები ინოვაციების სავაჭრო გამოფენაა. ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და წელს 7 000-ზე მეტ სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს 109 ქვეყნიდან. ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს „ჯეოპლანტი“, შპს „კულა“, შპს „მანა“, შპს „ქართული ლუდის კომპანია“, შპს „არომაპროდუქტი“, შპს „ბიპისი“, შპს აერკომპანი“, შპს „ანკა ფეარ თრეიდი“, შპს „გემუანი“, შპს „Georgian Hazelnut Corporation”, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“, შპს „კავკაზანი“, შპს „მაუნთინ ფუდს“, შპს „ნათსჯი“, შპს „ტურალ გრუპი“, შპს „ვესთნატი“, შპს „ელლენ & კომპანი“, შპს „ჯორჯიან ნექტარი“. კომპანიები ფართო საზოგადოებას ქართული წარმოების ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, ლიმონათს, ლუდს, ჩაის, დაფნას და თხილს წარუდგენენ. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული გამოფენა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ქართული საკვები/სასმელი კომპანიებისთვის, კერძოდ 2016 წელს სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაზე SIAL Paris 12 ქართული კომპანია მონაწილეობდა, 2017 წლის მონაცემებით კი გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 2, 300 000 აშშ დოლარს აღემატება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.
(NS)
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)