|
2018-10-17 13:00:14, 1278 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაავალა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და ლოკაციებიდანდაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათიგაკვრა ნებადართული არაა. მისივე დავალებით, მსგავსი ადგილების დასუფთავება და მოწესრიგება დღესვე უნდა დაიწყოს. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც სააგიტაციო მასალების გაკვრა ნებადართული არ არის. „სამწუხაროდ, თბილისში არსებობს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატებია გაკრული - ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებში, რაც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. ჩვენთვის ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, საარჩევნო პლაკატები განათავსონ და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ქალაქისთვისძვირფასი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ და დღესვე მოაწესრიგეთ ეს ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალების ამსახველი ფოტომასალაც წარუდგინა.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)