|
2018-10-16 14:21:02, 1410 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა
პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, - ამის შესახებ სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. "გუშინ მირზას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. სტრესშია და მისი გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. 4 თვეა სამარტოო საკანში იმყოფება და მის ფსიქიკაზე ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა",- განაცხადა ეკა ხუციშვილმა. უფლებადამცველებისთვის უცნობია იგეგმება თუ არა სუბელიანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. დეტალური ინფორმაციისთვის "ექსპრესნიუსი" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)