|
2018-10-14 21:20:01, 1790 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო. კახა კალაძემ ქვეყნის მოსახლეობას და ემიგრაციაში მყოფ ქართველებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. „მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. ქართველი მართლმადიდებლებისთვის დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ეს წმინდა ადგილი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთობის სიმბოლო და მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვუსურვო გამთლიანება, გაერთიანება, სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)