|
2018-10-13 12:03:58, 1199 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე კარლ ჰარცელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ კარლ ჰარცელს საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან უკვე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კარლ ჰარცელის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში. განსაკუთრებულია ევროკავშირის პროგრამების როლი აჭარაში სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და განათლების მიმართულებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ცურა, ევროკავშირის დელეგაციის წევრი და თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი ესწრებოდნენ. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტ ENPARD III-ის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში სოფლის მაცხოვრებელთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა კარლ ჰარცელს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ იჩენს. ევროკავშირის ახალი ელჩი აჭარას დღეს ესტუმრა. კარლ ჰარცელი ვიზიტის ფარგლებში რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო და შეხვედრები გამართა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან. ხვალ იგი ბათუმში „ევროპის დღეების" საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრება.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)