|
2018-10-13 10:01:31, 1683 ნახვა
საზოგადოება
თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადარბაზოს რეაბილიტაციისას ადრეული მხატვრობის ნიმუში გამოვლინდა
თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მთაწმინდის გამგეობა სადარბაზოს რეაბილიტაციას ახორციელებს, მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა. მერიის ინფორმაციით, ინტერიერის დიდი ნაწილი თვითნებური ჩარევის შედეგად შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა. ამ დროისთვის, სადარბაზოში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მხატვრობასთან ერთად, ასევე, პირვანდელი სახით აღდგება კარები, მოზაიკური იატაკი და ლითონის მოაჯირები. შენობა 1989 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ფერწერული კომპოზიცია, რაზეც წინასწარი დათვალიერებით, წელიწადის დროებია გამოსახული, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია. თაბუკაშვილის ქ. N42-ში მიმდინარე სამუშაოებსა და მხატვრობის ადრეულ კომპოზიციას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)