|
2018-10-12 20:10:53, 1367 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე გამავალი ხევძმარას კოლექტორისა და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მუხიანში, გობრონიძის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა ჩავარდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების შესრულება დაიწყო. ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ცენტრალური კოლექტორი მთლიანად იყო დაზიანებული, ბეტონის სახურავი კი - ჩანგრეული, რის გამოც, ამ კონკრეტული ადგილის ჩამორეცხვა ხდებოდა. შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის ჩანგრევაც. საგზაო მონაკვეთი, რომლითაც, როგორც მუხიანში, ასევე გლდანში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, 15 სექტემბერს ჩაიკეტა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განმარტებით, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს საფრთხე არ შეექმნას, შესაბამისი სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდება. „გვირაბში შესვლისა და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემური ადგილები და ხდება ძირის გამორეცხვა. იმისთვის, რომ სამომავლოდ, ნებისმიერი საფრთხე ავიცილოთ თავიდან, გზის აღნიშნული მონაკვეთი აუცილებლად მოსაწესრიგებელი იქნება. ზოგადად, გაუგებარია, როგორ ხდებოდა ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე ნებართვების გაცემა. შეიძლება ითქვას, ყველა შენობა პირდაპირ სანიაღვრე არხზეა დაშენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანიაღვრე არხი და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსაფრთხო იყოს. საჭირო სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. დაზიანებული კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები გზის სავალი ნაწილიდან 15 მ სიღრმეზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ასევე, გზის 20-მეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, კოლექტორი კაპიტალურად აღდგება, მოეწყობა ბეტონის ახალი კონსტრუქცია და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარია. გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
(NS)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





