|
2018-10-12 14:49:17, 1046 ნახვა
საზოგადოება
„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის, გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსის“ „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის - გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ოფთალმოლოგები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და გიორგი ტარსაიძის ოჯახის წევრები. გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძეს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგი ტარსაიძე პირველი ქართველი ექიმი-ოფთალმოლოგი იყო, რომელიც სამედიცინო განათლების უცხოეთში მიიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1892 წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ ოფთალმოლოგიურ დაწესებულებას - „თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფოს“. მისი სახელობის იყო „თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, რომლის ბაზაზეც, მოგვიანებით „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ შექიმნა. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით, მხედველობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ეყრება „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ჩამოყალიბებას და იგეგმება მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც მიმართული იქნება საქართველოში ოფთალმოლოგიური დაავადებების შემცირებისა და მოსახლეობის ინფორმირებისკენ დაავადებების მკურნალობის და პრევენციის შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება უფასო სკრინინგის აქციები, როგორც ახალგაზრდების ასევე ასაკოვანი მოსახლეობისათვის. გლაუკომით და კატარაქტით დაავადებული ადამიანებისთვის ფუნქციონირებას იწყებს პაციენტების სკოლა, რაც პაციენტებისთვის დაავადებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას და მკურნალობის დაგეგმვას ისახავს მიზნად. საუკუნოვანი გამოცდილების მქონე „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
(R)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





