|
2018-10-12 13:32:52, 845 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ გენდირექტორი „პოლონეთის ფოსტის“ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე პოლონეთის ფოსტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს კრისტოფ გორსკის შეხვდა. შეხვედრის მთავრი თემა გახლდათ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა საფოსტო გზავნილების გასატარებლად. აღნიშნული პროექტის მიზანია ევროპას და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ფოსტის გაცვლა რუსეთსა და ირანზე გამავალი მარშრუტების გვერდის ავლით. „პროექტი მეტად საინტერესოა, მასში უკვე ჩაერთო აზერბაიჯანი და მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთანაც. ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და საერთაშორისო კავშირების გამყარებაში. სწორედ აღნიშნული განაპირობებს საქართველოს ფოსტის ინტერესს, ჩაერთოს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტში“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. „სასურველი და მეტად მომგებიანი იქნება თუ აღდგება ისტორიული აბრეშუმის გზა. ვფიქრობ ამ პროექტს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება. საქართველსო ფოსტა ჩვენთვის სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამიტომ მათი ჩართულობა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ სავსებით შესაძლებელია ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა და ეს დიდ ფინასურ სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას“ - აღნიშნა კრისტოფ გორსკიმ. ევროპის და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩამოყალიბდა. თავდაპირველად სახმელეთო ტრანსპორტი ჩინეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთს აკავშირებდა. სავაჭრო ქარავნები კვეთდნენ ათასობით კილომეტრს, რათა პროდუქცია გაეცნოთ და მიეწოდებინათ განსხვავებული ცივილიზაციებისათვის. აღნიშნულ გზას აბრეშუმის გზა უწოდეს, რადგან პირველ ეტაპზე ძირითადი სავაჭრო პროდუქტი სწორედ აღმოსავლური აბრეშუმი გახლდათ.
(R)
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)