|
2018-10-11 17:07:07, 976 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი USAID-ის დირექტორს, პეტერ ვიბლერს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს, პეტერ ვიბლერს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს მადლობა გადაუხადა აგრარული დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოოპერაციული მეურნეობების განვითარებისა და სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის საკითხებს, ასევე, ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე პეტერ ვიბლერმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ USAID მომავალში კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)