00:05 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 18:22:49, 561 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე ირანის ახალ კონსულს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ირანის კონსულს ჰოსეინ მაშჰადს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს.

არჩილ ხაბაძემ სტუმარს რეგიონის კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ კონსულის იდეები მოისმინა.

“შეხვედრაზე გამოიკვეთა ირანიდან ინვესტიციების შემოტანის ინტერესი. ასევე  გამოითქვა სურვილი რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში  ირანელი ბიზნესმენების ჩამოყვანის შესახებ. ბატონი კონსული მონდომებულია, ინიციატივები აქვს და ვფიქრობ მომავალში კარგი თანამშრომლობა შედგება“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

„შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მაგრამ ამავე დროს ვისაუბრეთ  იმ დარგებზე,  რომელშიც  ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვიძლია და თანამშრომლობა.  ეს არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კულტურა. ყველა იმ საკითხზე ვილაპარაკეთ, რაც შეიძლება რომ ერთობლივად გავაკეთოთ“, - განაცხადა  ჰოსეინ მაჰშადიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics