|
2018-10-10 12:54:52, 1023 ნახვა
საზოგადოება
ზვიად აბაშიძე: ამ არჩევნებით საქართველო კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს
გარკვეული ხარვეზების და მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტულ და ღია გარემოში მიმდინარეობს და საქართველო დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიც, სადაც წინასაარჩევნო დარღვევებზეა საუბარი. როგორც ზვიად აბაშიძემ განაცხადა, ანგარიშში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ სახეზეა არჩევნების მასობრივი გაყალბების რაიმე ტენდენცია. „ნიშანდობლივია ანგარიშში მოყვანილი ფაქტები- რომ წესების დამრღვევები საარჩევნო სუბიქტების ყველა მხარეა და პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მმართველ გუნდზე, ისე ოპოზიციურ პარტიებზე. აღნიშნულია ასევე, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსთა მწვავე კრიტიკული გამოსვლები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოს აზიანებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი განცხადებები ხშირად, ერთგვარი რეაქციაა მათ მიმართ გამოვლენილ არაკორექტულ კრიტიკაზე. ბუნებრივია, ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკოსებს გაცილებით მეტი თმენის ვალდებულება აქვთ, მაგრამ ქართული კულტურული კონტექსტი არ უნდა დავივიწყოთ, სადაც კრიტიკა, ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადის. მწვავე პასუხები პირადი ღირსების საქმედ მიიჩნევა და არ წინდაწინ გამიზნულ რაიმე სტრატეგიად“.- განაცხადა ზვიად აბაშიძემ.
(NS)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





