|
2018-10-10 11:59:27, 1081 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფება
აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო. ფორუმზე ხაზი გაესვა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშნელობას და აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA). თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან - ნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და იმ ერთობლივ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღღვანელობს. გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დღეს 9 ოქტომბერს დაიწყო და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს. ვიზიტი 11 ოქტომბერს დასრულდება.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)