14:24 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 17:55:28, 1481 ნახვა

საზოგადოება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპოზიციის მიერ N15 ბაღის დირექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლების მიერ თბილისის N15 ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.

„განვმარტავთ, რომ აღნიშნული ბაღის დირექტორი მიმდინარე კვირაში სარგებლობს კუთვნილი შვებულებით და არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაწყებულია ფაქტის მოკვლევა, სააგენტო დაელოდება ამ უწყების დასკვნას და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.

აქვე, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბაღების მართვის სააგენტოში მოვიდნენ პოლიტიკური მოთხოვნებითა და დესტრუქციული ქმედებებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა და პირადად განუმარტა საქმის ვითარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics