17:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 15:07:58, 999 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში რუსთავში და გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

"ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსთავის განვითარებაზე იზრუნებს. „ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება რუსთავის განვითარება. ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში. თუ, რამე არის საჭირო და წარმატებული დღევანდელ მსოფლიოში, ეს არის რუსთავის ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა, რაც კავკასიის ერთ-ერთ ცენტრად ქმნის. ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. შემდეგ ამ ყველაფერში ჩავრთავთ მთავრობას, პარლამენტს, უცხოელ ინვესტორებს, უცხოელ პარტნიორებს, რომლებთანაც მე მექნება ურთიერთობა. ეს არის ის, როგორც მე წარმომიდგენია პრეზიდენტი, არა მხოლოდ გაუთავებელ დებატებში ჩართული, არამხოლოდ ვეტომდებელი, არამედ თქვენთან ერთად ფიქრში, თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანა", – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები, პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics