|
2018-10-09 13:16:22, 828 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან. სამინისტროს ინფორმაციით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (ÚKZÚZ) ექსპერტები იმყოფებიან. ფიტოსანიტრები მოისმენენ ჩეხი კოლეგების გამოცდილებას ლაბორატორიაში ნიმუშის მოძრაობასთან, ბიოუსაფრთხოებასთან, ხარისხთან და დიაგნოსტიკური მეთოდების ვალიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მხარეები განიხილავენ ÚKZÚZ-თან თანამშრომლობით პროფესიული ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობებს და ტესტირების ჩატარების ვადებს. მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული და ფართო სპექტრის სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და მცენარეთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლის ინტენსიურ პროგრამას მოიცავს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)