01:50 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 10:57:26, 1724 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა საპატივცემულოდ, მიღება გაიმართა

„მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია - თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრიან კანდუს, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბის და ასამბლეის სხვა წევრებს უმასპინძლა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ სამ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია. თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ. ჩვენი პირველი შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი წელია გასული და ამ საკმაოდ მოკლე პერიოდში,  შევძელით, რომ ჩვენი მეგობრობა გაგვეღრმავებინა და გაგვეძლიერებინა. თავისთავად, ეს გულისხმობს ჩვენს სამ ქვეყანასა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტებს შორის მეგობრობას.

გუშინ ისტორიული დღე გვქონდა - დავაფუძნეთ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა. ცხადია, ეს დღე, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები გახდება კიდევ უფრო მტკიცე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტუმრების საპატივცემულოდ და „თბილისობა 2018"-ის აღსანიშნავად, გაიმართა კონცერტიც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics