|
2018-10-06 17:25:38, 2506 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის ინფორმაცია აბსურდი და პროპაგანდის ნათელი მაგალითია
„თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითია“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას [ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით]. ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი. აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში. რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე“, - ნათქვამია დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში. შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს“.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)