|
2018-10-06 13:08:36, 1826 ნახვა
საზოგადოება
„მწვანე გზა“ თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია
“თეგეტა მოტორსი” მომხმარებლებს ტექდათვალიერების რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით, მსუბუქი და 4X4-ზე ავტომობილების მფლობელებს კამპანია „მწვანე გზის“ ფარგლებში სთავაზობს წინასწარ შეამოწმონ ავტმობილი ყველა საჭირო კრიტერიუმის გათვალისწინებით, აღნიშნული სერვისის ღირებულება შეადგენს 30 ლარს. წინასწარი ტექნიკური დათვალიერება საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ თქვენი ავტომობილი რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მიიღოთ რეკომენდაციები პროფესიონალი სპეციალისტებისგან. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ მზად იყოთ სავალდებულო ტექდათვალიერებისთვის. „მწვანე გზის“ კამპანიის ფარგლებში თქვენ შეგიმოწმებენ გამონაბოლქვს, ამორტიზატორებს, საბურავების ნახარის კუთხეს, ხიდების მიხედვით მუხრუჭების პროცენტულ სხვაობას მხარეებს შორის, ხელის მუხრუჭის ეფექტურობას, საერთო მუხრუჭების ეფექტურობას მასასთან მიმართებაში, მაშუქების ფუნქციონალურობას, სავალ ნაწილს და ავტომობილის საერთო ვიზუალურ მდგომარეობას. თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge ისე „თეგეტას“ ცხელ ხაზის მეშვეობით 032 226 44 44. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge.
(R)
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)