|
2018-10-06 10:04:03, 2421 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქი „თბილისობას“ ზეიმობს - ღონისძიებების პროგრამა
„თბილისობა 2018“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში. ორი დღის განმავლობაში, რიყის პარკში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. 7 ოქტომბერს, ასევე, გაიმართება საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრების გარეშე“. დედაენის ბაღი ამავე დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება 10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი. აბანოთუბანში, 6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი „გვიდირიჟორე“ გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს. ლეღვთახევში გაიმართება მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ - „ცოცხალი ქანდაკებები“, ცოცხალი მუსიკა - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“. 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე შედგება მიუზიკლის - „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები და სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ. 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება. 19:30-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე წარდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს სიმღერებს.
ღონისძიებების პროგრამა: 6 ოქტომბერი რიყის პარკი
ლეღვთახევი
დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები
ევროპის მოედანი მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ - პრემიერა - 20:00 7 ოქტომბერი რიყის პარკი
ბარათაშვილის ქუჩა კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი - 14:00 ლეღვთახევი
დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე - 19:30
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)