|
2018-10-05 11:24:24, 1146 ნახვა
საზოგადოება
ნიდერლანდებში პროექტი „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ გაიხსნა
„ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს პროექტი „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. პროექტის ოფიციალური გახსნა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მისი სლოგანია „დავიბრუნოთ ერთმანეთი“. ღონისძება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. ღონისძიების მნიშვნელობასა და აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზე, ასევე ურთიერთობების სახალხო დიპლომატიის გზით აღდგენასა და მნიშვნელობაზე პროექტის იდეის ავტორმა ლალი ბუთბაიამ, “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ, მწერალმა გურამ ოდიაშარიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარმა დოსითეოსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს. ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის ბავშვთა კონცერტი. „აფხაზეთის დღეებში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth of Democracy“-მ მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინებისა და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა. პროექტის ოფიციალურ სტუმრებს ჰააგაში მდებარე რესტორანმა "სოხუმმა" უმასპინძლა. 6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტის, გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის და „Voice of Germany“-ის 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდებში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მერანი“. ქეთევან წიკლაურისა და ივო ბოსვაიკის დირიჟორობით ნიდერლანდელი მომღერლები ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)