14:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 14:41:49, 1033 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის პარლამენტის წევრი საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გერმანიის პარლამენტის დეპუტატი და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ტორსტენ ჰერბსტი ესტუმრა.

 ვიზიტის მიზანი  სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის ქართული მოდელის გაცნობა და საჯარო რეესტრის გამოცდილების გაზიარება იყო.

გერმანელ სტუმარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და  საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ტურაშვილი შეხვდნენ. მათ სტუმარს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალები გააცნეს და ვრცლად განუმარტეს მოქალაქისთვის მიღებული სარგებელი. სამუშაო შეხვედრაზე რეესტრის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში სანდო კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში პირველი საჯარო უწყებაა , რომელიც 2017 წლის თებერვლიდან უძრავი ქონების  რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა.  დღეის მონაცემებით სისტემაში მილიონ ხუთასი  ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი.

სამუშაო შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის  ორგანიზებით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics