11:50 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 11:23:43, 1044 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა ინერგება

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა ინერგება.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული პრაქტიკა საშუალებას მისცემს 34 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა. ბახტაძის შეფასებით, ეს რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებაა.

"34-ვე ქვეყანა არის ეკონომიკურად განვითარებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი. შესაბამისად, ყველა უწყებას მიეცემა დავალება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ჩვენი მიზანია, მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics