|
2018-09-29 14:34:47, 2749 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესის შესახებ ინსპექტირების სამსახურის დასკვნას სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნის
განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა გრიფირების საქმის შესწავლა დაასრულა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ განაცხადა, საქმის შესწავლის პროცესში ხარვეზები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. შესაბამისად, ინსპექტირების სამსახური მასალებს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გადაუგზავნის. „სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე. ვინაიდან, გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს“, - აღნიშნა ეკატერინე მაჩიტიძემ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)