|
2018-09-29 13:05:03, 2613 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორს, რენე დანესს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭრით აგრარულ დარგში არსებულ წინსვლასა და ახალ გამოწვევებზე, ასევე, გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, დარგი პრიორიტეტული მიმართულებაა. საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის განვითრების მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება კოოპერაციული მეურნეობების შექმნის, ასევე, აგრო და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. სენატორმა რენე დანესმა საფრანგეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ღიად დაადასტურა.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)