|
2018-09-28 15:00:54, 713 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში 29 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 29 სექტემბერს, 11 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან. ფესტივალის აქტივობები განაწილებულია 6 ზონაში: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ები; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები. კულტურული ზონა მოიცავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, შესაბამისად, სტუმრებს შეეთავაზებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო წიგნებზე. საბავშვო ფესტივალის მთავარ სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „არა“ კონცერტი. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
(NS)
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)