10:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 14:05:29, 1252 ნახვა

საზოგადოება
მაღალჩინოსნების ხელფასებზე და დანამატებზე ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება

ახალ ვებგვერდზე Datalab.ge მაღალჩინოსნების ხელფასების, დანამატების, სამივლინებო, საწვავისა თუ სხვა სახის ხარჯების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

ვებგვერდი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) წარადგინა.

შეხვედრა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა გახსნა. მან ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე რაც საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს.

„აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ დააჩქარონ პარლამენტში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენა, სადაც, ვფიქრობ, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები,“ – განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

რაც შეეხება ახალ ვებგვერდს, IDFI-ის ელექტრონული მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ტურაშვილის განცხადებით, ბაზა მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სტატისტიკა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა. 

www.DataLab.ge-ზე მოცემულია 800-ზე მეტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, 165 ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან. მონაცემები ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საჯარო ადმინისტრირება, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება, ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დანაშაულის სტატისტიკა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება და გარემო“, - განმარტა თეონა ტურაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics